in

ქართულმა სტარტაპმა Wempler-მა, Pre-seed დაფინანსების რაუნდში $310,000 მოიზიდა

Wempler – საქართველოში დაარსებული სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად საჭირო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და პირებთან აკავშირებს, pre-seed დაფინანსების რაუნდში $310 000 მოიზიდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სტარტაპის დამფუძნებელმა ალექსანდრე თავხელიძემ სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე

ასე რომ, როდესაც შემდეგ ჯერზე წააწყდებით წარუმატებლობას თქვენს სტარტაპში ან ცხოვრებაში, გახსოვდეთ, რომ ეს არ არის თქვენი ისტორიის დასასრული. ეს მხოლოდ თავია, წარმატებისკენ მიმავალ მოგზაურობის ნაწილზე. მოუსმინეთ ადამიანებს შეეჭიდეთ, რადგან სწორედ ამ წაგებიდან, შენი გამარჯვების მომენტი დაბადებას ელოდება.

ალექსანდრე თავხელიძე

Wempler არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ვისაც სურთ თავიანთი ყოველდღიური ერთჯერადი დავალებების, მაგალითად, ტვირთის გადაზიდვის, სამღებრო სამუშაოების, ძაღლის გასეირნების –  გადაბარება სხვა უფრო კვალიფიციურ კადრებზე, ვისაც დავალების შესასრულებლად შესაბამისი დრო და უნარები აქვთ.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote