აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვების შედეგად სტარტაპი შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, რის შედეგადაც Pharao-ს წარმომადგენლებს კლივლენდის უნივერსიტეტი უმასპინძლბს და შესაბამისი სფეროს პროფესორებსა და ინვესტორებს დააკავშირებს.
არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ კომპანია Pharao დაკავებულია 3D ავატარების კოლექციას შექმნით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ციფრულ ინდუსტრიაში, ვიდეო თამაშებში, მეტავერსში, ფილმებში და ა.შ.
აღნიშნული წარმატების ისტორია უკავშირდება აშშ-ის მთავრობის საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამას, რომელსაც საქართველოში კლივლენდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ პროგრამის მიზანია, საქართველოს უნივერსიტეტებთან მოხდეს დახმარება ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდაში.