Wafeq – არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულმა ფინტექ სტარტაპმა, რომელიც უზრუნველყოფს Cloud-ზე დაფუძნებული აღრიცხვის ტექნოლოგიურ პლატფორმას, Seed Funding დაფინანსების პროგრამაში $3 მლნ დოლარის დაფინანება მოაგროვა, რომელსაც Ra’ed Ventures Wamda Capital უძღვებოდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ინოვაციებისა და ახალი პროდუქტის ფუნქციონალურობის შესაქმნელად და ფოკუსირება მოახდინოს ახალი მომხმარებელთა შეძენაზე.
ნადიმ ალამედდინის, აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის ხელმძღვანელობით, Wafeq უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც ეხმარება ბიზნესს დაიცვან არსებული და ახალი კანონები ისე, რომ არ დაკარგონ ყურადღება მათ ძირითად ოპერაციებზე. პლატფორმა აუმჯობესებს მთელ სააღრიცხვო პროცესს თავისი კლიენტებისთვის, დაწყებული ჩანაწერების შექმნიდან, გაყიდვების და ინვოისების თვალყურის დევნებამდე, დასრულებული საბანკო ტრანზაქციების ავტომატიზაციამდე და ანგარიშების გენერირებამდე. Wafeq ასევე გთავაზობთ დამოუკიდებელ ელექტრონული ინვოისის API-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს დაიცვან ელექტრონული ინვოისის რეგულაციები და შეინარჩუნონ არსებული სააღრიცხვო პროგრამა. ეს გადაწყვეტა საშუალებას მისცემს სტარტაპებსა და მსხვილ ბიზნესებს, რომლებსაც ესაჭიროებათ საიმედო მესამე მხარე, მართონ ელექტრონული ინვოისის შედგენის სირთულეები, რასაც ძველი გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს.