in

ტექნოლოგიურმა კომპანია Xpanceo-მ, Seed Funding რაუნდში $40 მლნ მოიზიდა

Xpanceo – არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Seed Funding რაუნდში $40 მლნ მოიზიდა, რომელსაც Opportunity Ventures ხელმძღვანელობდა.

Xpanceo გეგმავს შექმნას ულტრა თხელი, ჭკვიანი კონტაქტური ლინზები, რომლებიც ჩაანაცვლებს AR-ს. გუნდმა შექმნა და გამოსცადა ლაბორატორიაში სამი ცალკეული პროტოტიპი ღამის ხედვისა და მასშტაბირების, ჯანმრთელობის რეალურ დროში მონიტორინგისა და ვიდეო და გრაფიკული შინაარსის AR-ში ნახვის შესაძლებლობას იგი დამზადებულია მოწინავე ოპტიკური მასალებისგან (დაბალგანზომილებიანი და ვან დერ ვაალსის მასალების ჩათვლით).

Xpanceo აერთიანებს 20-ზე მეტ დაპატენტებულ ტექნოლოგიას Advanced Optic-სა და Photonics-ში, ახალ მასალას, AI-სა და ნერვულ ინტერფეისს, რათა შექმნას ულტრა კომპაქტური და მაღალეფექტური ოპტოელექტრონული მოწყობილობები ჭკვიანი კონტაქტურ ლინზებში, რაც გზას უხსნის ტრადიციული სილიკონის ტექნოლოგიებიდან გრაფენზე თანდათანობით გადასვლას.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote