in

სტარტაპებისთვის განკუთვნილი საბუღალტრო სერვისების მომწოდებელმა კომპანია Puzzle-მა, Series A რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა

Puzzle – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპებისთვის განკუთვნილი საბუღალტრო სერვისების მომწოდებელმა კომპანიამ, Series A რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

რაუნდს ხელმძღვანელობდნენ General Catalyst, FOG Ventures, XYZ, Felicis, Sterling Road, Kapor Capital, Gokul Rajaram, Eric Reis, Ayo Omojola, Village Global და OnDeck.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციების გაფართოებისა და განვითარებისთვის.

Puzzle ქმნის ერთიან გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს ჭკვიან საბუღალტრო პროგრამას და რეალურ დროში ფინანსური მონაცემების პლატფორმას. უკანასკნელი შესაძლებლობას აძლევს დამფუძნებლებს შექმნან მასშტაბური საფუძველი დაფინანსების მოზიდვის, გადასახადების და ბიზნესის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად – ყველაფერი ერთ ადგილას, რეალურ დროში.

ის იყენებს თანამედროვე API-ებს კომპანიებისგან, როგორიცაა Stripe, Brex, Ramp, Mercury, Rippling, Gusto და Plaid, რათა ჩართოს შესაძლებლობების ახალი ნაკრები, მათ შორის:

დეტალური ფინანსური ანგარიშგება, სტარტაპის მეტრიკა, ხარჯების ანალიზი, ხალხი და გუნდები, შემოსავალი მომხმარებლის, პროუქტისა და ანგარიშის მიხედვით და „სპოტლაიტის“ ტენდენციის ანალიზი, რომელიც აჩვენებს ფინანსური ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ სრულ სურათს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote