in

სემ ალტმანის თქმით, GPT-4-ის მომავალ მემკვიდრეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც “ვირტუალური ტვინი”

სილიკონ ველის საწარმოო კაპიტალის კომპანია Redpoint-ის დირექტორთან და გენერალურ მენეჯერთან ლოგან ბარტლეტთან გამართულ ინტერვიუში, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა GPT-4-ის სირთულეებსა და GPT-5-ის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ბარტლეტთან საუბარში OpenAI-ის CEO-მ აღნიშნა, რომ პროგრამირების სფერო უახლოეს 12 თვეში ყველაზე პერსპექტიული იქნება. ალტმანი ასევე თვლის, რომ GPT-5 შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც „ვირტუალური ტვინი“, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს სხვადასხვა ამოცანების შესრულებაში.

„ვმუშაობთ არაერთ ენობრივი მოდელის განვითარებაზე, მათ შორის არსებობს ისეთი საბაზისო მოდელიც, რომელსაც ჩვენ „ვირტუალურ ტვინს“ ვუწოდებთ, რომელმაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ღრმა „აზროვნების“ შესაძლებლობებიც კი გამოავლინოს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ, როგორ გამოვიტანოთ ახალი პროდუქტები ბაზარზე. ”

ალტმანმა ინტერვიუში ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ GPT-4o-ს გაშვება არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არამედ ტექნოლოგიური წინსვლისა და კვლევის კულმინაცია გახლდათ.

კითხვაზე თუ დამატებით რისი თქმა შეეძლო ალტმას GPT-5-ის შესახებ, მან ასეთი პასუხი გასცა: “როდესაც პროდუქტი გამოვა, მას შეიძლება სხვა სახელი ეწოდოს და ეს იქნება “ძალიან განსაკუთრებული” – რადგან ფუნქციონირება ძალიან განსხვავდება დღევანდელი ჩვენი სერვისებისგან. მაგალითისთვის GPT-1-დან GPT-4-მდე სახელები და ფუნქციები შედარებით ტრადიციულია. როდესაც GPT-5 რეალურად გამოვა, სახელი შეიძლება სრულად განსხვავებული ჰქონდეს”.

ამისდა მიუხედავად, ამ დროისათვის გაურკვეველია, შეძლებს თუ არა GPT-5 ფუნქციონირებდეს როგორც „ვირტუალური ტვინი“, მაგრამ ალტმანი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ GPT-5 იქნება მნიშვნელოვანი ნახტომი ზოგადი ხელოვნურ ინტელექტისკენ (AGI), რომელიც შეესაბამება ან აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს სხვადასხვა ამოცანაში.

What do you think?