in

საკრედიტო კომპანია LC Financial Holdings-მა, იპოთეკის, უძრავი ქონების და კომერციული სესხების მომსახურების კომპანია BCM Global შეიძინა

LC Financial Holdings – დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა საკრედიტო კომპანიამ, ევროპაში ლიდერი იპოთეკის, უძრავი ქონების და კომერციული სესხების მომსახურების კომპანია BCM Global შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმაურებულა

შესყიდვის მიზანია LCFH-ის პოზიციის კონსოლიდაცია სამომხმარებლო და მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების, იჯარისა და იპოთეკის მართვაში ევროპის მასშტაბით.

ანტუანეტ დუნის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, BCM ორიენტირებულია ფინანსურ ინდუსტრიაში თავის კლიენტებს მომსახურებასა და გადაწყვეტილებებზე. მისი ძირითადი ბიზნეს ხაზები მოიცავს კომერციული და საცხოვრებელი იპოთეკის წარმოშობისა და მართვის მომსახურებას, საბანკო ადმინისტრაციის საქმიანობის აუთსორსსს და სტრუქტურირებულ ფინანსურ ადმინისტრირებას.

პოლ ბურდელის, აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, LC Financial Holdings მოიცავს LCM Partners-ს, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ალტერნატიული საკრედიტო ინვესტიციების მენეჯერს, Link Financial Group-ის მომსახურე კომპანიებს და LDMS-ს, ტექნოლოგიების პროვაიდერს, რომელიც ფოკუსირებულია საკრედიტო მენეჯმენტის სექტორზე.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote