TampaBay.Ventures – ფლორიდაში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, საკუთარი პირველი ფონდი $20 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
მარკუს ადოლფსონის, ანდრეას კალაბრესის, ტომ ფრედერიკისა და ვესლი ბარნეტის მიერ დაარსებული ფონდი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ განვითარებს ტამპის ყურის რეგიონში, ინვესტირების საშუალებით 20 კომპანიაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ფონდი ინვესტირებას განახორციელებს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული კომერცია, ჯანდაცვა, edtech და ფინტექი.
თავდაპირველად, ფონდი სკაუტირებს მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც შეიმუშავეს საწყისი პროდუქტი და მზად არიან მასშტაბირებისთვის.