High-Tech Gründerfonds – გერმანიაში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანიამ, საკუთარი მეოთხე ფონდი – HTGF IV, €493,8 მლნ ევროდ დახურა.
ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალურ სამინისტროსთან (BMWK) და KfW Capital-თან ერთად ფონდში ინვესტიცია 45 კერძო კომპანიამ განახორციელა.
ახალი ფონდი ინვესტიციას განახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც დაარსდა ბოლო სამი წლის განმავლობაში და მათ არ აქვთ სათაო ოფისი გერმანიაში. რაუნდში შესაძლებელია 1 მილიონ ევრომდე ინვესტიცია. მთლიანობაში, HTGF ამგვარად შეძლებს 4 მილიონ ევრომდე ინვესტირებას დაფინანსების ყველა რაუნდში.