Inherent Biosciences Logo
in

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე კვლევის კომპანია Inherent Biosciences-მა, Series A რაუნდი ახალი დაფინანსების მიღებით დაასრულა

სოლტ ლეიკში დაფუძნებულმა კომპანია Inherent Biosciences-მა, რომელიც მონაწილეობს დიაგნოსტიკის კომერციალიზაციაში ეპიგენეტიკის მიმართულებით, Series A პროგრამაში დაფინანსება მოიპოვა, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის არ საჯაროვდება.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები თავისი საქმიანობის გაფართოებისთვის, კომერციული ოპერაციების მასშტაბურობის გასაზრდელად და შემდგომი ძირითადი მონაცემების შესაქმნელად.

დეტალებისთვის, Inherent უზრუნველყოფს ეპიგენეტიკურ პლატფორმას, რომელიც აღმოაჩენს დისრეგულაციას მრავალ გენში. ასევე აღნიშნული კომპანია იკვლევს უშვილობის სინდრომს, აუტოიმუნურ დაავადებებს, აუტიზმსა და სხვა დაავადებებს.

კომპანიის ეპიგენეტიკური ტექნოლოგიების ნოვატორთა გუნდი შედგება დოქტორი Larry Lipshult-სგან, უროლოგიის პროფესორისა და ბეილორის მედიცინის კოლეჯის უროლოგიის დეპარტამენტის მამრობითი რეპროდუქციული მედიცინის განყოფილების უფროსისგან; დოქტორი James Smith-ისგან, UCSF მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორისგან; და დოქტორი Jim Hotaling-ისგან, იუტას უნივერსიტეტის მამაკაცის ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი და მამაკაცის რეპროდუქციის შესწავლის საზოგადოების ამჟამინდელი პრეზიდენტისგან.

What do you think?