Qualinx – ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ, Series A რაუნდში €8 მლნ ევროს დაფინანსება შეაგროვა.
რაუნდს უძღვებოდნენ FORWARD.one, InnovationQuarter Capital და Waterman Venture.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.
Qualinx არის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს გადაწყვეტილებებს რადიო ჩიპებში მაღალი ენერგიის მოხმარების პრობლემის გადასაჭრელად GNSS და IoT სენსორების ჩათვლით. Delft Enterprises-ის თავდაპირველი ინვესტიციების მხარდაჭერით, კომპანიამ შეიმუშავა და გამოსცადა ახალი რადიო ჩიპი, რომელსაც შეუძლია გეოპოზიციონირების შესახებ ინფორმაციის მიღება გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემებიდან (GNSS) დაბალი ენერგიის მოხმარებით, მცირე ჩიპის ზომით და არსებულ გადაწყვეტილებებთან შედარებით შემცირებული ხარჯებით. ჩიპს შეუძლია აღმოაჩინოს სიგნალები ყველა ძირითადი სატელიტური სისტემისგან, მათ შორის GPS-დან, ზუსტად განსაზღვროს მდებარეობა და დრო.