in

მიხეილ ლომთაძის ყაზახეთში დაფუძნებულმა ფინტექ კომპანია Kaspi.kz-მ Kolesa Group შეიძინა

ფინტექ ჯგუფი Kaspi.kz- ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Kolesa Group-ის 40%-იანი წილის შეძენას აპირებს.

88,5 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში დასრულდება. Kaspi.kz შეიძენს 39.76%-იან წილს Baring Vostok-ის ფონდის უცნობი შვილობილი კომპანიისგან, რომელიც ასევე არის თავად Kaspi.kz-ის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი.

Kolesa Group-ის უმსხვილეს მფლობელად დარჩება Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანამფლობელი მიხეილ ლომთაძე. მოახლოებული გარიგების თანახმად, ის ნდობით გადასცემს Kolesa Group-ის აქციების 11%-ს Kaspi.kz-ს.

„Kaspi.kz აპირებს ფლობდეს აქციების დაახლოებით 51%-ს და მოიპოვებს კონტროლს Kolesa-ს დირექტორთა საბჭოზე. შედეგად, ის შეძლებს Kolesa-ს შედეგების კონსოლიდაციას თავის ფინანსურ ანგარიშში“, – ნათქვამია Kaspi.kz-ის განცხადებაში.

ივლისის დასაწყისისთვის Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერებს შეადგენდნენ Baring Vostok (26.1%), მიხაილ ლომთაძე (23.4%) და ვიაჩესლავ კიმი (22.27%). ჯგუფის აქციები ასევე ივაჭრება LSE-სა და ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე (KASE).

Kolesa Group ქმნის რამდენიმე IT პროექტს, მათ შორის Kolesa.kz (ვებგვერდი მანქანების გასაყიდად), Krisha.kz (ონლაინ სერვისი უძრავი ქონებისთვის), Market.kz (უფასო განცხადებები) და Avtoelon.uz (პლატფორმა ავტომობიელბის გაყიდვისთვის უზბეკეთში).

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote