Eze – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა მეორეული და ახალი ელექტრონიკის Marketplace პლატფორმამ, Seed Funding $3,7 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
რაუნდს უძღვებოდა Right Side Capital Management, C2 Ventures, Boro Capital, EVPI Investments და სხვა ანგელოზი ინვესტორების მონაწილეობით.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, პროდუქციის შეთავაზების გაფართოებისთვის ახალ ბაზრებზე აფრიკაში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში.
აღმასრულებელი დირექტორის ჯოშ ნზევის ხელმძღვანელობით, Eze არის B2B საბითუმო Marketplace პლატფორმა სმარტფონების, ლეპტოპების, ტაბლეტების და სხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის, რომელიც აკავშირებს მყიდველებს მთელს მსოფლიოში 200,000-ზე მეტ SKU-სთან. მყიდველებს ასევე შეუძლიათ უსაფრთხოდ გადაიხადონ ადგილობრივ ვალუტაში, რაც მათ გაუადვილებს მათთვის საჭირო ელექტრონიკის შეძენას. კომპანია ამოწმებს ყველა გამყიდველს და ფიზიკურად ამოწმებს თითოეულ შეძენილ მოწყობილობას მყიდველთან გაგზავნამდე, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა მოწყობილობა სრულად ფუნქციონირებს და აკმაყოფილებს დადგენილ ხარისხის კლასიფიკაციას.
სტარტაპს უკვე ჰყავს მომხმარებლები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ნიგერიაში, მექსიკაში, უკრაინასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. კომპანიას ამ დრომდე გაყიდული აქვს 500 000-ზე მეტი მოწყობილობა, დეფექტის მაჩვენებელით 1%-ზე ნაკლები.