Locad – სინგაპურში დაფუძნებულმა ლოგისტიკური მართვის პლატფორმის პროვაიდერმა, $11 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ქსელის გაფართოების, პროდუქტის განვითარებისა და თანამშრომელთა დაქირავებისთვის აზია-წყნარი ოკეანის მასშტაბით.
აღმასრულებელი დირექტორის, კონსტანტინ რობერცის ხელმძღვანელობით, Locad არის ლოგისტიკური მართვის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ელექტრონული კომერციის ბრენდებს Cloud მიწოდების ჯაჭვით განავითარონ თავიანთი ყოვლისმომცველი ბიზნესი და ავტომატურად შეინახონ, შეფუთონ, გაგზავნონ და აკონტროლონ შეკვეთები აზია-წყნარი ოკეანის მასშტაბით. მისი ტექნიკური პლატფორმა ორგანიზებას უწევს შეკვეთების შესრულებას მათი საიმედო საწყობებისა და გადამზიდავების ქსელის მეშვეობით სინგაპურში, ფილიპინებში, ტაილანდში, ჰონგ კონგსა და ავსტრალიაში, უფრო მეტი ლოკაცია მალე გაიხსნება.
დღეისათვის Locad-მა ემსახურა 200-ზე მეტ ბრენდს სინგაპურში, ფილიპინებში, ტაილანდში, ჰონგ კონგსა და ავსტრალიაში და გაგზავნილი აქვს 2 მილიონზე მეტი შეკვეთა.