in

ლითიუმის მოპოვებელმა სტარტაპმა Novalith Technologies-მა, TDK Ventures-ისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო

Novalith Technologies – სიდნეიში დაფუძნებულმა ლითიუმის მოპოვებელმა სტარტაპმა, TDK Ventures-ისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო, რომლის გარიგების ოდენობაც არ გახმუარებულა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ოპერაციებისა და ბიზნესის არეალის გასაფართოებლად.

აღმასრულებელი დირექტორის სტივენ ვასილუდისის ხელმძღვანელობით, Novalith Technologies არის კლიმატზე ზურნვის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც იყენებს ნახშირორჟანგს ლითიუმის ქიმიკატების წარმოების გასამარტივებლად. მისი LiCALTM ლითიუმის მოპოვების ტექნოლოგია იყენებს ნაკლებ აღჭურვილობას, ქიმიურ რეაგენტებს, წყალს და ენერგიას, ვიდრე ჩვეულებრივი დამუშავება, რაც ამცირებს კაპიტალის და წარმოების ხარჯებს. CO2-ის პირდაპირი გამოყენება და სეკვესტრი ლითიუმის ქიმიკატების წარმოებაში ასევე წარმოქმნის გაცილებით მცირე ემისიას, ვიდრე არსებული და ალტერნატიული პროცესები.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote