Pindrop – ატლანტაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია ადამიანის ხმის ავთენტიფიკაციასა და უსაფრთხოებაში, $100 მლნ ინცესტიცია მიიღო, რომელიც Hercules Capital-მა განახორციელა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები აუდიო, ხმოვანი და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის, გააძლიეროს თავისი შეთავაზებები კლიენტებისთვის საბანკო, ფინანსების, საკონტაქტო ცენტრის, დაზღვევის, კომუნალური, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის და სხვა ინდუსტრიებში.
2011 წელს დაფუძნებული Pindrop უზრუნველყოფს ხმოვან გადაწყვეტილებებს. კომპანია იცავს ბანკებს, მზღვეველებს და საცალო მოვაჭრეებს დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანია ხელს უწყობს თაღლითების აღმოჩენას და მომხმარებლების ავთენტიფიკაციას, ამცირებს თაღლითობისა და საოპერაციო ხარჯებს, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და იცავს ბრენდის რეპუტაციას.