Iaso Therapeutics – მიჩიგანის შტატში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ვაქცინების ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს, Seed Financing რაუნდი $1.25 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Michigan Rise Pre-Seed III Fund, Red Cedar Ventures Pre-Seed Fund.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ბაქტერიოფაგის mQβ-ზე დაფუძნებული მედიკამენტების მიწოდებისა და ვაქცინის პლატფორმის გასაუმჯობესებლად, რათა გააძლიეროს იმუნური სისტემის რეაქცია სუსტად იმუნოგენური ანტიგენების მიმართ.
2018 წელს დაარსბული Iaso Therapeutics არის ბიოტექნოლოგიური სტარტაპი, რომლის კვლევითი პროგრამა ორიენტირებულია ვაქცინების ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, მათ შორის ვაქცინებზე, რომლებიც მიზნად ისახავს კიბოს და ინფექციურ დაავადებებს. კომპანია მიზნად ისახავს თარგმნოს მის ლაბორატორიაში შემუშავებული ტექნოლოგიები ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებების სამკურნალოდ.