in

კომპანია Andrena-მ, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, Series A რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Andrena – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ სირვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, Series A რაუნდში $15 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა Dragonfly Capital და მხარს უჭერდნენ არსებული ინვესტორები Afore Capital, FJ Labs, Castle Island Ventures, Chaos Ventures, KohFounders და J Ventures, ასევე ახალი ინვესტორები Blockchange Ventures, Moonshot Research და EV3.

აღმასრულებელი დირექტორის, ნილ ჩატერჯის ხელმძღვანელობით, Andrena იყენებს რადიო ტექნოლოგიას უსადენო ქსელების შესაქმნელად, ანტენების სერიის განლაგებით, კომპანია თანამშრომლობს უძრავი ქონების მფლობელებთან და ქონების მენეჯერებთან, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მათი მაცხოვრებლებისთვის.

Andrena ამჟამად მუშაობს ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიაში, კონექტიკუტსა და ფლორიდაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote