Alto Neuroscience – კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შემუშავებას, Series B რაუნდში დამატებითი $25 მლნ დოლარი მიიღო.
ინვესტიცია განახორციელა Alpha Wave Ventures-მა. გარდა ამისა, კომპანიამ საკრედიტო ხელშეკრულებ გააფორმა K2 HealthVentures-თან $35 მილიონ დოლარამდე. მთლიანი სააქციო კაპიტალი კი გაიზარდა დაახლოებით 100 მილიონ დოლარამდე, მას შემდეგ, რაც Alto დაარსდა 2019 წელს.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები სულ ოთხი ფაზის ჩასატარებლად ოთხი ახალი მედკამენტის კვლევისთი.
Alto Neuroscience იყენებს ე.წ ზუსტი ფსიქიატრიის პლატფორმას, რომელიც ზომავს ტვინის ბიომარკერებს EEG აქტივობის, ქცევითი ამოცანების შესრულების, გენეტიკისა და სხვა ფაქტორების ანალიზით, რათა თითოეულ პაციენტს შეესაბამებოდეს სწორი Alto პრეპარატი. მისი კლინიკური ეტაპის ტექნოლგოია მოიცავს ახალმედიკამენტებს PTSD-ში და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობებში.
