in

კომერციულმა აგრარულმა კომპანია Wikifarmer-მა, Seed Funding რაუნდში €5 მლნ ევროს მოზიდვა შეძლო

Wikifarmer – ათენში დაფუძნებულმა კომერციულმა აგრარულმა კომპანიამ, Seed Funding რაუნდში €5 მლნ ევროს მოზიდვა შეძლო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად, ევროპის მასშტაბით გაფართოებისთვის და პროდუქტის ინოვაციური ფუნქციების დასანერგად.

Wikifarmer საშუალებას აძლევს ფერმერებს გაყიდონ უშუალოდ ბიზნესთან მაღალი მარჟით პროდუქტები. მისი საშუალებით, ფერმერებს შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია მრავალ მყიდველზე, მიაღწიონ უკეთეს ფასს, აკონტროლონ სამართლიანი საბაზრო ფასები და შევიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. სტარტაპი ასევე სთავაზობს ფერმერებს მყისიერ გადახდებს და ეხმარება მათ ლოგისტიკაში და დაფინანსებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ თავიანთი მომგებიანობა Wikifarmer-ის ბაზარზე. ამავდროულად, ის აწვდის მათ სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის ფართო კრებულს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც ითარგმნა 16 ენაზე და თავისუფლად არის ხელმისაწვდომი Wikifarmer ბიბლიოთეკაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote