in

კლინიკური სტადიის ბიოფარმაცევტულმა კომპანია Amplifica-მ, Series A დაფინანსების რაუნდში $11,8 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა

სან-დიეგოში დაფუძნებულმა კლინიკური სტადიის ბიოფარმაცევტულმა კომპანია Amplifica Holdings-მა, $11,8 მილიონი დოლარი მოიზიდა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები საკუთარი ქიმიური ნაერთების განვითარებისათვის ანდროგენული ალოპეციის (თმის ცვენის) სამკურნალოდ როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

აღმასრულებელი დირექტორის ფრენკ ფაზიოს ხელმძღვანელობით, Amplifica არის ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ახალი მკურნალობის შემუშავებაზე ანდროგენული ალოპეციის (თმის ცვენის) მოსაგვარებლად, მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს 50 მილიონზე მეტ მამაკაცსა და 30 მილიონზე მეტ ქალზე მხოლოდ შეერთებულ შტატებში.

What do you think?