in

ინტელექტუალური საფრენი აპარატების მწარმოებელმა კომპანია Skydio-მ, Series E რაუნდში $230 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო

Skydio – კალიფორნიში დაფუძნებულმა ინტელექტუალური საფრენი აპარატების მწარმოებელმა კომპანიამ, Series E რაუნდში $230 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო.

რაუნდს, რომელმაც მთლიანი დაფინანსება $562 მილიონ დოლარამდე გაზარდა, უძღვებოდა Linse Capital, ხოლო მონაწილეობა მიიღო Andreessen Horowitz, Next47, IVP, DoCoMo, NVIDIA, Walton Family Foundation და UP.Partners-მა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ზრდის დაჩქარების, ოპერაციების გაფართოებისა და ბიზნესის რეალიზაციისთვის.

2014 წელს დაარსებული Skydio იყენებს AI-ს, რათა შექმნას ინტელექტუალური საფრენი აპარატები მომხმარებლების, საწარმოებისა და საჯარო სექტორებისთის გამოსაყენებლად. კომპანია აპროექტებს, აწყობს და მხარს უჭერს თავის პროდუქტებს. გარდა ამისა, პროდუქტებს იყენებს 1200 საწარმო ორგანიზაცია კომპლექსური ინსპექტირების ამოცანების ავტომატიზაციისთვის და საგანეგბო სიტუაციებში სიტუაციური ინფორმირებულობის მისაღებად.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote