Labrys Technologies – ლონდონში დაფუძნებულმა თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარებაზე ორინეტირებულმა სტარტაპმა, Seed Funding რაუნდში $5.5 მლნ დაფინანსება მოაგროვა.
რაუნდს ხელმძღვანელობდა Project A Ventures, საერთაშორისო DefenceTech ორიენტირებული ინვესტორების მონაწილეობით, მათ შორის MD-One, Offset Ventures, Marque Ventures და Expedition Fund.
ავგუსტ ლერსტენისა და ლუკ ვატამის ხელმძღვანელობით, Labrys ქმნის ტრანსფორმაციულ Command and Control (C2) პროგრამულ აპლიკაციას თავდაცვისა და ორმაგი გამოყენების შემთხვევებისთვის, რათა კოორდინირება გაუწიოს უსაფრთხო გადამოწმებას, თვალთვალს და დავალების შესრულებას. ეს პლატფორმა, რომელიც უკვე ოპერატიულად დადასტურებული გადაწყვეტაა, საშუალებას აძლევს თავდაცვისა და კომერციულ სუბიექტებს მართონ და კოორდინაცია გაუწიონ გლობალურად განაწილებულ სამუშაო ძალას ერთი ინტერფეისის მეშვეობით უფრო უსაფრთხო, უფრო სწრაფი და შესაბამისი გზით.