in

ბლოკჩეინის კვლევისა და განვითარებაზე ორინეტირებულმა კომპანია Term Labs-მა, Seed Funding რაუნდში $2.5 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Term Labs – სან დიეგოში დაფუძნებული ბლოკჩეინის კვლევისა და განვითარებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ, Seed Funding რაუნდში $2.5 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა Electric Capital, Coinbase Ventures-ის, Circle Ventures-ის, Robot Ventures-ის და MEXC Ventures-ის მონაწილეობით.

აღმასრულებელი დირექტორი დიონ ჩუს ხელმძღვანელობით, Term Labs არის ბლოკჩეინის კვლევისა და განვითარების კომპანია, რომელიც ეძღვნება ბლოკჩეინებზე გამჭვირვალე და მასშტაბირებადი ფიქსირებული განაკვეთის დაკრედიტების განვითარებას.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები Term Finance (termfinance.io), დეცენტრალიზებული დაკრედიტების პროტოკოლის შესამუშავებლად, რომელიც იყენებს აუქციონის მოდელს მასშტაბირებადი ფიქსირებული განაკვეთის/ფიქსირებული ვადით დაკრედიტების მხარდასაჭერად.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote