in

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Thymmune Therapeutics-მა, რომელიც ავითარებს მასშტაბირებულ თიმუსის უჯრედების თერაპიას იმუნური ფუნქციის აღსადგენად, Seed Financing რაუნდში $7 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა

Thymmune Therapeutics – კემბრიჯში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც ავითარებს მასშტაბირებულ თიმუსის უჯრედების თერაპიას იმუნური ფუნქციის აღსადგენად, Seed Financing რაუნდში $7 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

რაუნდს უძღვებოდა Pillar VC, NYBC Ventures-ისა და სხვა ინვესტორების მონაწილეობით. მისი ინვესტორების ბაზაში შედის ინდუსტრიის პიონერები მარკ ბამფორტი, Brammer Bio-ს და Arranta Bio-ს დამფუძნებელი, ჯეიმს ფორდაისი, ჯონ მარაგანორე.

სტან ვანგის, მედიცინის დოქტორის, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, Thymmune ავითარებს AI-ს დახმარებით თიმუსის უჯრედების საინჟინრო პლატფორმას ნორმალური იმუნური ფუნქციის აღსადგენად. Thymmune ასევე ავითარებს თერაპიის ტექნოლოგიას იმუნოდეფიციტის, ტრანსპლანტაციის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.

მეტი დეტალებისთვის გეტყვით, რომ თიმუსი არის იმუნური სისტემის კრიტიკული ორგანო, რომელიც არეგულირებს და ავითარებს T უჯრედებს, რომლებიც აუცილებელია ინფექციისა და დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, ვაქცინებზე ეფექტური პასუხების გაძლიერებასთან ერთად.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote