Flock – ლონდონში დაფუძნებულმა ავტომობილის სადაზღვეო კომპანიამ, Series B რუნდი $38 მლნ დოლარის მოზიდვით დახურა.
რაუნდს უძღვებოდა Octopus Ventures, რომელსაც შეუერთდა CommerzVentures, ისევე როგორც ყველა არსებული ინსტიტუციური ინვესტორი, მათ შორის Social Capital (ხელმძღვანელი Chamath Palihapitia), Dig Ventures, Anthemis და Foresight Ventures.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები კომერციული საავტომობილო ინდუსტრიის ახალ სეგმენტებში და ასევე ახალ ქვეყნებში გასაფართოებლად.
Flock არის ციფრული სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირებულ ავტოპარკებს (მანქანები, ფურგონები და სატვირთო მანქანები) დაზღვევით. კომპანია იყენებს მილიონობით მილის მართვის მონაცემებს, გარემოსდაცვითი მონაცემების, უბედური შემთხვევისა და დანაშაულის მონაცემებს, რათა ზუსტად განსაზღვროს, ფასი და შეამციროს ავტომობილის რისკები.