in

ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიურმა კომპანია Volta Medical-მა, Series B რაუნდში €68 მლნ ევრო შეაგროვა

Volta Medical – საფრანგეთში დაფუძნებულმა ჯანდაცვის ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Series B რაუნდში €68 მლნ ევრო შეაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ახალი პროდუქტის განვითარების დასაჩქარებლად და დამატებითი კლინიკური კვლევების მხარდასაჭერად.

Volta Medical არის ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რათა დაეხმაროს გულის ელექტროფიზიოლოგებს არითმიის მკურნალობის პროცედურების დროს პაციენტებისთვის კლინიკური შედეგების გასაუმჯობესებლად. მისი პირველი პროდუქტი, VX1, არის მოწყობილობა და ალგორითმი, რომელიც ეხმარება კარდიოლოგებს რეალურ დროში კონკრეტული პათოლოგიური ელექტროგრამების (EGM) იდენტიფიკაციაში, რომლებიც ცნობილია როგორც დისპერსიული EGM.

What do you think?