Aide Health – ლონდონში დაფუძნებულმა ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Pre-Seed დაფინანსების პროგრამაში £1 მილიონი ფუნტი მოიპოვა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები, რათა გააფართოვოს თავისი სერვისები ჰიპერტენზიისა და ქრონიკული დაავდებების ჩათვლით.
იან უორტონის (აღმასრულებელი დირექტორი) და ბრაიან სნაიდის მიერ თაფუზნებული Aide არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება პაციენტებს და მათ კლინიკებს გააცნობიერონ და მართონ გრძელვადიანი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადება, ასთმა და IBD. ბუნებრივი ენის გამოყენებით, პლატფორმას აქვს მოკლე, ყოველდღიური საუბრები, რათა დაეხმაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურ მართვას მედიკამენტების ოპტიმიზაციის, სტრუქტურირებული მონიტორინგისა და სტრუქტურირებული განათლების გზით.