in

სამედიცინო სერვისების მიმწოდებელმა ციფრულმა პლატფორმა Salu-მ, €350 ათასი ევროს დაფინანსება მიიღო

ტალინში დაფუძნებულმა ჯანდაცვის პლატფორმის პროვაიდერმა კომპანია Salu-მ, €350 ათასი ევროს დაფინანსება მიიღო.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქტის შემდგომი განვითარებისა და ახალ უცხოურ ბაზრებზე გაფართოებისთვის. Salu ოჯახის ექიმის ალტერნატივას სთავაზობს მომხმარებლებს ყოველთვიური პაკეტის საშუალებით. იგი მოიცავს ექიმთან კონსულტაციებს სასურველ ენაზე, მედიკამენტების გამოწერის განახლებას, რეფერალის გაცემას და სხვა. ციფრული პლატფორმის გარდა, Salu ასევე გთავაზობთ პირად შეხვედრებს საკუთარ კლინიკაში.

კომპანიის სერვისები რეკომენდირებულია კომპანიების თანამშრომლებისთვის, როგორიცაა Bolt, Wise და Yolo Group. გარდა ამისა, იგი თანამშრომლობს TalTech-თან, Jobbatica-სთან, ReloEst-თან, MoveMyTalent-თან და ბევრ სხვა ორგანიზაციასთან.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote