in

ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტარტაპმა Patronus-მა, Series A დაფინანსების რაუნდში €27 მილიონი ევროს დაფინანება მოიზიდა

ბერლინში დაფუძნებულმა ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტარტაპმა Patronus-მა, Series A დაფინანსების რაუნდში €27 მილიონი ევროს მოიზიდვა მოახერხა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები საკუთარი აპის გასაშვებად მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში და გამოიკვლიოს შესაძლებლობები, გააფართოვოს თავისი პროდუქციის ასორტიმენტი სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული წვდომის მოწყობილობებით ხანდაზმული მომხმარებლებისთვის.

Patronus არის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტარტაპი, რომელიც ავითარებს ციფრულ გაჯეტებს, რათა ხანდაზმულთა სიბერე უფრო ღირსეული გახდეს. კომპანია ამჟამად სთავაზობს ციფრული საათის პროგრამულ უზრუნველყოფას ხანდაზმულთათვის, ასევე მობილურ აპლიკაციას მომვლელებისა და ოჯახის წევრებისთვის.

საათის პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა 24/7 კავშირს სასწრაფო დახმარების ცენტრთან, რომელსაც აქვს წვდომა მომხმარებლის ჯანმრთელობის ჩანაწერებზე და მომვლელის კონტაქტებზე.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote