in

ჭკვიანი ბლენდერის მწარმოებელმა კომპანია Smoodi-მ, Series A რაუნდში $5 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა

smoodi – ბოსტონში დაფუძნებული კვების ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Series A რაუნდში $5 მლნ დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები მათი პროდუქტებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ეროვნული სადისტრიბუციო არხების გასახსნელად.

2018 წელს დაარსებულმა კომპანია smoodi ქმნის ჭკვიან ბლენდერს, რომელიც საშუალებას აძლევს მაღაზიებს, ოფისებს, რესტორნებსა და სხვა საცალო მოვაჭრეებს შესთავაზონ 100% ნატურალური, ვეგანური სმუზი შაქრის გარეშე. ჰარვარდის ინოვაციების ლაბორატორიიდან გამოშვებული smoodi უკვე ხელმისაწვდომია ქვეყნის მრავალ მაღაზიათა ქსელში.

კომპანიამ ასევე ახლახან გამოაცხადა პარტნიორობა Dot Foods-თან, უმსხვილესი კვების მრეწველობის ლოჯისტიკურ კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote