ტექსასში დაფუძნებულმა wearable მოწყობილეობების მწარმოებელმა კომპანია Happy Health-მა, რომელის შექმნილი მოწყობილობებიც შექმნილია სტრესისა და განწყობის გასაზომად 24/7-ზე, Series A დაფინანსების პროგრამაში $60 მილიონი დოლარი დაფინანსება მიიღო.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის დაჩქარებისა და ოპერაციების გაფართოებისთვის.
Happy Health არის მისიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელის მიზანიცაა გარდაქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერება Happy Ring-ის მეშვეობით, სტრესისა და განწყობის გაზომვის საშუალებით 24/7-ზე.
ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, განწყობისა და ძილის რეალურ გაზომვაში ეხმარება ადამიანს. ტექნოლოგია იყენებს სპეციალურად შემუშავებულ ბიომეტრიულ სენსორებს და არსებულ ადაპტირებულ AI-ს, რათა აღბეჭდოს ტვინის სიგნალები პერიფერიული ნერვული სისტემიდან და თარგმნოს ისინი განწყობის მდგომარეობის რეალურ დროში ობიექტურ საზომებად.
სპეციალურად შექმნილი EDA სენსორით, Happy Ring ზომავს სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას. ბეჭედს ასევე აქვს ძილის კონტროლის ფუნქცია, სამი ღერძიანი მოძრაობის თვალყურის დევნების შესაძლებლობა და ორი ტემპერატურის სენსორი. იგი დამზადებულია მოწინავე, სამედიცინო ხარისხის მასალებისგან. ბეჭედი წყლის ზემოქმედებაზე მდგრადია და აქვს ბატარეის ხანგრძლივობა სამ დღემდე.