მანჩესტერში დაფუძნებულმა ციფრული გადახდების სტარტაპმა wi-Q-მ, £3 მილიონი ფუნტის დაფინანსება მოიძია.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები პროდუქციის შეთავაზების გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებისთვის.
2014 წელს შექმნილი კომპანია wi-Q უზრუნველყოფს Online გადახდების სისტემას. მის სერვისებში შედის Dash პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ ონლაინ საკვებისა და სასმელის შეკვეთები რეალურ დროში, და Enterprise, პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ და გადაიხადონ საკვები და სასმელი სმარტფონის საშუალებით. Wi-Q ასევე ეხმარება რესტორნებსა და სასტუმროებს დააჩქარონ შეკვეთების მენეჯმენტი, მომზადება და მიწოდება და უზრუნველყოფს დისტანციური შეკვეთის ტექნოლოგიას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეუკვეთოს მაღაზიაში არსებული კიოსკებით.
Wi-Q გუნდი მხარს უჭერს მომხმარებელთა ფართო სპექტრს 32 ქვეყანაში, მათ შორის მსოფლიოს უდიდეს სასტუმროების ქსელებს, სწრაფი კვების ქსელებს და სახლში მიტანის სერვისებს
კომპანიის სათაო ოფისი ამ დროისათვის მანჩესტერში მანჩესტერში მდებარეობს, თუმცა მას ასევე ოფისები გააჩნია ლონდონსა და ახლო აღმოსავლეთში, wi-Q ახლა ყურადღებას გაამახვილებს თავის ძალისხმევაზე აშშ-სა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოებაზე.