in

ციფრული გადახდების პროვაიდერმა ConnexPay-მ, Growth Equity დაფინანსების პროგრამაში $110 მილიონი დოლარი დაფინანსება მოიპოვა

ატლანტაში დაფუძნებულმა ციფრული გადახდების პროვაიდერმა ConnexPay-მ, Growth Equity დაფინანსების პროგრამაში $110 მილიონი დოლარი დაფინანსებ მოიპოვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო გაფართოებისთვის, ასევე გააგრძელოს თავისი ინოვაციური გადახდების პლატფორმის გაძლიერება.

ConnexPat არის ციფრული გადახდების სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც აერთიანებს გადახდების მიღებას და გაცემას ერთი პლატფორმის ირგვლივ. 2017 წელს, დაარსებული ConnexPay თავდაპირველად შეიქმნა ტურისტული ინდუსტრიის მომსახურებისთვის, დღეს კი მხარს უჭერს ბევრ უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოს, ტუროპერატორს და საჰაერო და სასტუმროს კონსოლიდატორებს. კომპანია აგრძელებს ფოკუსირებას მოგზაურობაზე და ასევე ემსახურება დაკავშირებულ ვერტიკალებს, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც გადახდის შუამავლები, როგორიცაა ონლაინ ბაზრები, მიტანის სერვისები, ბილეთების ბროკერები, განვითარებადი ფინტექები და სადაზღვევო და საგარანტიო პროვაიდერები.

აღნიშნული ინვესტიციით ConnexPay-მ დღემდე ჯამში $145 მილიონი შეაგროვა.

What do you think?