pawaPay – ლონდონში დაფუძნებული ციფრული გადახდების პლატფორმამ, რომელიც ორიენტირებულია აფრიკის კონტინენტზე ფინანსური სერვისების განვითარებაზე, Seed Founding პროგრამაში $9 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
რაუნდს ერთობლივად უძღვებოდნენ MSA და ბრიტანეთში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი 88mph, Vunani Capital-ის, Kepple Ventures-ისა და Zagadat Capital.
2020 წელს დაარსებული pawaPay ორიენტირებულია მობილური გადახდების სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფილია სატელეკომუნიკაციო კომპანიების (telco) მიერ აფრიკაში. მისი API-ს საშუალებით ბიზნესს შეუძლიათ წვდომა 300 მილიონზე მეტ მომხმარებელთან ათზე მეტ ბაზარზ.
ერთი API-ით, pawaPay-ის მომხმარებლებს შეუძლიათ წვდომა სატელეფონო მობილური ფულის ყველა სისტემაში და ამით მიიღონ და გაუგზავნონ გადახდები ასობით მილიონი ადამიანისთვის. მომხმარებლები არიან მსხვილი პან-აფრიკული/გლობალური ბიზნესები და კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ გადახდები აფრიკელი მომხმარებლების ანგარიშებზე.