in

ციფრული გადახდების პლატფორმის პროვაიდერმა Ping-მა, Seed Founding პროგრამაში $15 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

მაიამიში დაფუძნებულმა, ციფრული გადახდების პლატფორმის პროვაიდერმა Ping-მა, Seed Founding პროგრამაში $15 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

რაუნდს უძღვებოდნენ Y-Combinator, Race Capital, BlockTower, Danhua Capital, Signum Capital და Goat Capital.

შემოსული თანხები მოხმარდება გუნდის გაფართოებაზე, მარკეტინგსა და კომპანიის გაყიდვებზე სამუშაოდ.

პაბლო ორლანდოს, მერი სარაკოსა და ჯეკ სარაკოს მიერ დაარსებული Ping უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ინდივიდს, ორგანიზაციას ან კომპანიას შექმნას უფასო საერთაშორისო ანგარიში აშშ დოლარში და მიიღოს საბანკო გადარიცხვები – უცხოურ ვალუტაში ან კრიპტოვალუტაში – მყისიერად. პლატფორმაში ჩართულია მისი ინვოისის სისტემა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ უშუალოდ თავიანთ დამსაქმებლებს გაუგზავნონ ინვოისები. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ და მიიღონ კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin, Ethereum და Litecoin.

What do you think?