in

ციფრული გადახდების პლატფორმა Aurora Payments-მა, fintech ტიპის სტარტაპი One Payment შეიძინა

ციფრული გადახდების ტექნოლოგიურმა კომპანია Aurora Payments-მა, ფლორიდაში დაფუძნებული fintech ტიპის სტარტაპი One Payment შეიძინა, რომლის გარიგების ოდენობაც ამ დრომდე არ გახმაურებულა.

ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის დამუშავებით, One Payment შემატებს უშუალო მასშტაბებს Aurora პლატფორმას მისი შეძენის გზით. ტრანზაქცია გაამრავალფეროვნებს კომპანიის სადისტრიბუციო არხებს, რაც აფართოებს მის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს.

2009 წელს დაასრსებული One Payment სპეციალიზირებულია გადახდის ტექნოლოგიასა და დამუშავებაში სწრაფი მომსახურების რესტორნების, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ინდუსტრიებისთვის. კომპანია თავის პორტფელში ამაყობს 6000-ზე მეტი პარტნიორი კომპანიით, განსაკუთრებული აქცენტი კი მას არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესზე აქვს.

რაც Aurora Payments, უკანასკნელი არის გადახდის ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია მცირე და საშუალო ბიზნესში. One Payment-ის შეძენით, Aurora-ს გაუჩნდება 27000-ზე მეტი პარტნიორი კომპანია საკუთარ პორტფელში, რომლებიც ამუშავებენ წლიურად $12 მილიარდ დოლარს.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote