in

ციფრული გადახდების პლატფორმა Clip-მა $50 მილიონი დოლარი კრედიტი მიიღო

Clip – მექსიკაში დაფუძნებულმა კომერციისა და ციფრული გადახდების პლატფორმაა, რომელმაც $50 მილიონი აშშ დოლარის, სამწლიანი, არაუზრუნველყოფილი კრედიტი მიიღო.

აღნიშნულ დაფინანსებას გამოიყენებს კომპანია საკუთარი ძალისხმევის გაფართოებისთვის, რათა დააკმაყოფილოს ბიზნესის მოთხოვნა ინოვაციურ გადახდებზე და გააუმჯობესოს ფინანსური ხელმისაწვდომობა მექსიკის ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის.

დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის Adolfo Babatz-ის კომპანია, Clip არის კომერციული და ციფრული გადახდების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მექსიკაში ბიზნესს ეფექტურად დაუკავშირდნენ და ითანამშრომლონ მომხმარებლებთან ინოვაციური ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და გადახდის ყველა მეთოდის ციფრულად მიღების შესაძლებლობის საშუალებით. კომპანიას აქვს ოფისები მეხიკოში, გვადალაჯარაში, მაიამიში, სოლტ ლეიკ სიტიში და ბუენოს აირესში.

გარდა ამისა, 23 აგვისტოს კომპანიამ მიიღო IFPE (ელექტრონული გადახდის ფონდების ინსტიტუტი) ლიცენზია ეროვნული საბანკო და ფასიანი ქაღალდების კომისიისგან (CNBV). აღნიშნული ლიცენზია – რომელიც მიღებული იქნა Swap-ის (Pocketgroup Technologies S.A. de C.V.) მეშვეობით, კომპანია Clip-მა, რომელიც კონტროლს 2020 წლის დეკემბერში შეიძინა – აძლევს მათ შესაძლებლობას გახსნან და შეინახონ კლიენტების ანგარიშები ელექტრონული ნაშთებით, შესთავაზონ საბანკო გადარიცხვის სერვისები ამ ანგარიშებზე.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote