in

ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურის მიმწოდებელმა კომპანია TerraPay-მ, Series A დაფინანსების რაუნდში $100 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო

TerraPay – ლონდონში დაფუძნებულმა ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურის მიმწოდებელმა კომპანიამ, Series A დაფინანსების რაუნდში $100 მლნ დოლარის მოზიდვა შეძლო.

რაუნდს უძღვებოდა IFC და ასევე მხარს უჭერდნენ Prime Ventures, Partech Africa, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) და სხვა ინვესტორთა კონსორციუმი.

კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ზრდის გეგმების გასაგრძელებლად, განსაკუთრებით LATAM და MENA რეგიონებში, გააძლიეროს არსებული გადახდის ქსელი 150 ქვეყანაში 2024 წლისთვის, ინვესტირება მოახდინოს მარკეტინგში და გადახდის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაში.

ამბარ სურის, დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, TerraPay პარტნიორობს ბანკებთან, მობილურ საფულეებთან, ფულის გადარიცხვის ოპერატორებთან, სავაჭრო ობიექტებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ქმნის საერთაშორისო ფინანსურ ეკოსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას გადახდების ინფრასტრუქტურაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote