MangoPay – პარიზში დაფუძნებულმა ციფრული გადახდების ინფრასტრუქტურული სერვისების მიმწოდებელმა, ვარშავაში დაფუძნებული თაღლითობის აღმოჩენისა და პრევენციის კომპანია Nethone შეიძინა.
შეძენით, MangoPay საშუალებას მისცემს პლატფორმებს იმუშაონ უსაფრთხო გარემოში, შეამციროს ყალბი ანგარიშები, თაღლითობის შემთვევი და არაავტორიზებული ტრანზაქციები. რაც შეეხება Nethone-ს, იგი დარჩება დამოუკიდებელ კომპანიად, რომელიც ემსახურება ონლაინ ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებლისგან თაღლითობის დახვეწილი პრევენციით.
მეტი დეტალებისთვის გეტყვით, რომ Nethone არის მანქანურ სწავლაზე დაფუძნებული თაღლითობის პრევენციის SaaS კომპანია, რომელიც უფლებას აძლევს ელექტრონული კომერციის სავაჭრო ობიექტებს და ფინანსურ ინსტიტუტებს სრული გაგებით გაიგონ მათი საბოლოო მომხმარებლები Know Your User (KYU) პროფილირების ტექნოლოგიით. მას უკვე იყენებენ BlaBlaCar, Farfetch, Booksy და Grover-ის მიერ, რათა ეფექტურად გაანეიტრალონ თაღლითობის სამი ყველაზე მაღალი რისკი.
რაც შეეხება MangoPay-ს იგი მომხმრებლებს სთავაზობს გადახდის ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს გადახდის, გადახდის ავთენტიფიკაციას და გამყიდველის ბორტინგის შესაძლებლობებს, რომლებიც ახლა უფლებამოსილია Know Your User Intelligence-ით, რათა დაიცვას ბაზრები დახვეწილი თაღლითობისა და ბოროტად გამოყენებისგან.