in

შვეიცარულმა სტარტაპმა შექმნა ბატარეა, რომელსაც 80%-მდე დასამუხტად სულ რაღაც 72 წამი სჭირდება

შვეიცარიული სტარტაპის Morand-ის განცხადებით მათ ახალი – eTechnology ბატარეა შექმნეს, რომელსაც შეუძლია დაიმუხტოს 80%-მდე სულ რაღაც 72 წამში. მის სრულ დამუხტვას კი ორ წუთზე ცოტა მეტი დრო დასჭირდება. 7.2 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეის პროტოტიპზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ 98%-მდე (900A/360 კვტ) დამუხტვასაც კი მხოლოდ 120 წამი სჭირდება.

ენერგიის შესანახი აღნიშნული სისტემა, რომელსაც კომპანია უწოდებს, როგორც “რევოლუციურს”, იყენებს სისტემას, რომელიც შედგება HUC უჯრედებისგან, რომელსაც შეუძლია შეასრულოს 50000-ზე მეტი დამუხტვისა და განმუხტვის ციკლი ტესტირების დროს.

ახლად შექმნილი შვეიცარული კომპანიის მიერ მოხსენიებული ერთ-ერთი სხვა უპირატესობა არის ის, რომ ის იყენებს ნაკლებად კრიტიკულ ნედლეულს, როგორიცაა ლითიუმი და კობალტი.

თუმცა ამ ბატარეების ხილვა ავტომობილების, ასევე დრონების ელექტრო ველოსიპედებისა, ელექტრო სკუტერებში განთავსება რა თქმა უნდა გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote