Mealtime with Shef
in

შეფ-მზარეულის მომხმარებელთა Marketplace პლატფორმა Shef-მა, Series B რაუნდში $73.5 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა

Shef – სან-ფრანცისკოში დაფუძნებუმა შეფ-მზარეულის მომხმარებელთა Marketplace პლატფორმამ, Series B რაუნდში $73.5 მლნ დოლარის დაფინანსება შეაგროვა.

რაუნდს, რომელმაც მთლიანი დაფინანსება $100 მილიონამდე გაზარადა უძღვებოდა CRV, მონაწილეობდნენ Andreessen Horowitz და Amex Ventures, ცნობილი მზარეულები ენდრიუ ზიმერნი (Bizarre Foods) და კარლა ჰოლი (The Chew, Top Chef).

ჯოი გრასიასა და ელვინ სალეჰის მიერ დაარსებული Shef არის მზარეულის მომხმარებელთა Marketplace პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ნიჭიერ ადგილობრივ მზარეულებს უშუალოდ დაუკავშირდნენ თავიანთ საზოგადოებაში არსებულ მომხმარებლებს და მიიღონ მნიშვნელოვანი შემოსავალი ავთენტური, ხელნაკეთი კერძების გაყიდვით. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების რამდენიმე ბაზარზე, მათ შორის სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, სიეტლში, ჩიკაგოში, ჰიუსტონში, ოსტინში, ბოსტონში, ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში, მერილენდში, ვირჯინიასა და ატლანტაში.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote