in

ღია კოდის B2B ციფრული კომერციის პროვაიდერმა Oro-მ, Growth Funding პროგრამაში $3 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა

Oro – ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ღია კოდის B2B ციფრული კომერციის პროვაიდერმა, Growth Funding პროგრამაში $3 მლნ დოლარის დაფინანსება მოიზიდა, რომელსაც Zubr Capital-ი უძღვებოდა.

აღმასრულებელი დირექტორი იოავ კუტნერის ხელმძღვანელობით, Oro გთავაზობთ ღია კოდის კომერციის აპლიკაციების კომპლექტს:

  • OroCommerce, B2B ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც შექმნილია მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის, საბითუმო მოვაჭრეებისთვის და ბრენდებისთვის;
  • OroMarketplace, ანალიტიკოსების მიერ აღიარებული ბაზრის მართვის პლატფორმა ბიზნეს გამოყენების ყველა შემთხვევისთვის;
  • OroCRM, მრავალარხიანი CRM გადაწყვეტა;
  • OroPlatform, გამარტივებული გადაწყვეტა პერსონალური ბიზნეს აპლიკაციების დეველოპერებისთვის.

კომპანიამ დაინახა გაყიდვების მოცულობის ზრდა საკუთრ პლატფორმებზე 2021 წლიდან, რიგ გამოც მიაღწია 2.3 მილიარდ დოლარს მთლიან გაყიდვებში და მხარი დაუჭირა 3 მილიონზე მეტ ტრანზაქციას 2022 წელს.

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote