in

ქორწილის დაგეგემვის ციფრული პლატფორმის პროვაიდერმა Fêtefully-მ, $1.3 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა

დალასში დაფუძნებულმა ქორწილის დაგეგმარების ციფრული პლატფორმის პროვაიდერმა Fêtefully-მ, $1.3 მილიონი დოლარის დაფინანსება მოაგროვა.

კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები ბიზნესის ზრდისა და მასშტაბური ოპერაციების გასაგრძელებლად.

Fêtefully არის ვირტუალური ქორწილის დაგეგმვის პლატფორმა, წყვილები ვირტუალურად თანამშრომლობენ პროფესიონალებთან, რათა განსაზღვრონ ქორწილის სტილი და დიზაინი, ფინანსური დაგეგმვა, ღონისძიებების კოორდინაცია და სხვა. გარდა ამისა, Fêtefully აერთიანებს პროფესიონალი ქორწილის დამგეგმავების ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიასთან, რომელიც მართავს დაგეგმვის ამოცანებსა და პასუხისმგებლობებს, კოორდინაციას უწევს შეხვედრებს, დანიშვნებს და აკონტროლებს სტუმრების ინფორმაციას, ამასთან მისი უფასო კონსიერჟი ეხმარება წყვილებს მოგზაურობის მოწყობაში, საყიდლების, შეკვეთასა და ყველა შესყიდვის თვალყურის დევნებაში.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote