ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნელმა სტარტაპმა Purlin-მა, Seed Funding პროგრამაში მორიგი ახალი დაფინანსება მოიზიდა, რომლის ოდენობაც არ გახმუარებულა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს სახსრები ბიზნესის ზრდის დასაჩქარებლად, არსებული კლიენტების წარმატების მხარდასაჭერად და AI პროდუქტების გაფართოებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით, Purlin აპროექტებს, ქმნის და აწვდის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის პროდუქტებს უძრავი ქონების ბაზრისთვის. ბროკერებს, სააგენტოებს, კრედიტორებს და სხვა კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან უძრავი ქონების ტრანზაქციებში, შეუძლიათ გამოიყენონ მისი პროდუქტები ან პლატფორმა თავიანთი ბიზნესის გაფართოებისთვის და კლიენტის გაუმჯობესებული გამოცდილების შესაქმნელად.