ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა Theneo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა.
კონფერეცნიას, რომელიც ლისაბონში იმართება ჯამში 70,000-მდე ადამიანი ესწრება, შესაბამისად აღნიშნული სამიტი უმნიშვნელოვანესი გზაა საკუთარი პლატფორმის ფართო მასებისთვის გასაცნობად. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თავდაპირველად Theneo ათასზე მეტი სტარტაპიდან შეირჩა კონკურსისთვის 110 სტარტაპთან ერთად, რის შემდეგაც Theneo-ს მონაწილეობით ნახევარფინალში 10 სტარტაპი გადავიდა, ხოლო შემდეგ ფინალში კი სულ 3 სატარტაპმა მოახერხა გადასვლა, რის შემდეგაც ხმათა უმრაველოსბით გამარჯვება გამარჯვებული ქართუ-ამერიკული სტარტაპი Theneo გახდა.
„სასაცილო ის არის, რომ გასულ წელს ჩვენ საერთოდ არ მოვხვდით PITCH-ის კონკურსში. მე ვუყურებდი, როგორც დამსწრე და ვთქვი: “ერთ დღეს, მინდა იქ ვიყო სცენაზე”. არ ველოდი, რომ წელს ნახევარფინალში გავიდოდი, მაგრამ ასეც მოხდა, შემდეგ კი ფინალში. სიურეალისტური შეგრძნებაა“.
Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე.
მეტი დეტალებისთვის გეტყვით, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად შევქმნან ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.
აღნიშნული სტარტაპზე საუბრისას არ შეიძლება არ გამოგვრჩეს ისიც, რომ მანამდე სტარტაპმა საქართველოს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო კონკურის გამარჯვებული გახლავთ, თუმცა კომპანიის მნიშნელოვანი გარდატეხა დიდ პრესტიჟულ სტარტაპ აქსელერატორში, Y Combinator-ში მოხვედრა გახლდათ.