in

ქართულმა სტარტაპმა KIKLIKO-მ Presto Ventures-ისგან $100 000 დოლარის წინასწარი დაფინანსება მიიღო

KIKLIKO არის მცირე ვიდეო კლიპებისა და მიმების პირველი სოციალური ქსელი, რომელიც მილიონობით ადამიანს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საყვარელი ვიდეო მომენტები შეტყობინებების გაგზავნისას ან კონტენტის შექმნისას, პლატფორმის აპლიკაციის ან API ინტეგრაციის გამოყენებით.

სწორედ აღნიშნული პლატფორმა, რომელცი განკუთვნილია მოკლე ვიდეო კლიპებისა და მიმებისთვის ხდება მსოფლიოში უმსხვილესი პლატფორმა. მათი მონაცემთა ბაზა შეიცავს ათასობით ფილმს და მოკლე ვიდეო კონტენტს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ემოციების გასაზიარებლად ან კონტენტის შესაქმნელად.

1 წლის წინ KIKLIKO-მ შესთავაზა პირველი mvp ბაზარზე ვებსაიტის და აპლიკაციების სახით და იანვარში განხორციელდა პირველი ინტეგრაცია iMe Messenger-თან, სადაც მომხმარელები იყენებს emojis-ს ან GIF-ებს, ასევე ვიდეო კლიპებს. ბრენდებს აქვთ შესაძლებლობა ასევე შექმნან კრეატიული და მიმზიდველი კლიპი, რომელსაც დაუერთავენ საკვანძო სიტყვას. პლატფორმა კი იმუშავებს იგივე პრინციპზე დაფუძნებულ ალგორითმზე ისევე როგორც AdWords.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote