ქართული სტარტაპი Elven Technologies აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც კომპანიის წევრები SelectUSA საინვესტიციო სამიტს ესტუმრებიან.
ვულოცავთ ქართულ კომპანია Elven Technologies ჩვენს პირველ სტარტაპ კონკურსში გამარჯვებას! დარწმუნებული ვართ, რომ თავისი ინოვაციური იდეებით Elven-ი ბევრს დააინტერესებს მაისში, SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, რომელიც თავს მოუყრის ამერიკულ კომპანიებსა და 70-ზე მეტი უცხოური ბაზრის 1200 ბიზნესინვესტორს.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რეალობად აქციეს ეს კონკურსი: Startup Connect, American Chamber of Commerce in Georgia, TBC – თიბისი, Marketer.ge, Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი.
US Embassy Tbilisi, Georgia
მეტი დეტალისთვის კი გეტყვით, რომ Elven Technologies ქმნის ტექნოლოგიურად მოწინავე ცეცხლგამძლე კოსტიუმებს მეხანძრეებისთვის, რომელიც ამ დროისათვის ტესტირები პროცესშია.