Arena Games – ქართული სტარაპი ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის AIBC GameFi Pitch-ის ჩემპიონი გახდა! კომპანიის მიზანია უზრუნველყოს ჰოლისტიკური Web3 ინფრასტრუქტურა, დააკავშიროს მობილური თამაშები, ტრადიციული თამაშები, დეველოპერები და მოთამაშეები, ასევე ფოკუსირებული იყოს სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე.
AIBC GameFi Pitch-ის თასის მფლობელი გამარჯვებული მარი გიორგობიანის თქმით კომპანიის შექმნის ისტორია ასეთია:
ჩვენ გვქონდა საკუთარი თამაშების დეველოპერული კომპანია, რომელიც მხოლოდ ტრადიციულ თამაშებს ქმნიდა. ვინაიდან ძალიან პატარები ვიყავით, დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი არ გვქონდა. ჩვენ ყველა ამ პრობლემის წინაშე ვდგებოდით, რაც ახლა ჩვენი მცირე და საშუალო ზომის თამაშების შემქმნელი კომპანიების წინაშე დგანან. ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ Web3-ის ძებნა და გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკუთარი გადაწყვეტა.
მარიამ გიორგობიანი