in

ქართულმა ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა SoundCell-მა ნიდერლანდებში €350,000 ათასი ევროს ინვესტიცია მოიპოვა

საინვესტიცინო კომპანია UNIIQ-მა, Delft Enterprises-თან ერთად, ქართულ ბიოტექნოლიურ სტარტაპ SoundCell-ში 350,000 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

SoundCell  ავითარებს ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია გაზომოს ცოცხალი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ვიბრაციები. ამ ტექნოლოგიას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამოვლენასა და პრევენციაზე, რადგან პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ეფექტური მედიკამენტები ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ, დღევანდელ სტანდარტზე ბევრად უფრო სწრაფად.

სამყაროში ყველაფერი, რაც ცოცხალია, ვიბრირებს. ვიბრაცია, თავის მხრივ, ხმის ტალღებს გამოსცემს. ამ ტალღებს გამოსცემენ იმგვარი მიკროორგანიზმებიც, როგორიც ბაქტერიაა. თუკი ბაქტერიის პულსს ყურს დავუგდებთ, შეგვეძლება შევამოწმოთ, ცოცხალია ის თუ არა და დავასკვნათ, მოქმედებს თუ არა ანტიბიოტიკი მის წინააღმდეგ. თუმცა, ტრადიციული მიდგომით ამის გაკეთება შეუძლებელია მიკრობთა მიკროსკოპული ზომიდან გამომდინარე.

მაგალითისთვის ერთი ბაქტერიის ვიბრაციების ზუსტად გასაზომად, SoundCell იყენებს გრაფენისგან დამზადებულ მემბრანებს – ნანომასალას, რომელიც უნიკალურია როგორც მსოფლიოში ცნობილია როგორც ყველაზე თხელ მასალად, რომელიც არის ძალიან მოქნილი, გამტარი და ძლიერი. გრაფენის უკიდურესად მგრძნობიარე თვისებებისა და ბაქტერიებში ბიოლოგიური პროცესების გამო, SoundCell გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ბაქტერია ცოცხალი ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ.

E. Coli ბაქტერიაზე ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუ ბაქტერიები მდგრადია ანტიბიოტიკის მიმართ, ვიბრაცია გრძელდებოდა იმავე დონეზე. თუმცა, როდესაც ბაქტერიები არარეზისტენტული იყო, ვიბრაცია მცირდებოდა პრეპარატის მიღების შემდეგ.  აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გაზომილი ვიბრაციები უკიდურესად მცირეა, მინიმუმ ათიათასჯერ ნაკლები თმის სისქეზე.

ბაქტერიების ანტიბიოტიკების წინააღმდეგობის გაზომვის თანამედროვე მეთოდები ეყრდნობა მათი უჯრედების გაყოფის დროს. იმის გამო, რომ ბაქტერიები ნელა იყოფა, განსაზღვრა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან, თუნდაც კვირამდე, რაც დამოკიდებულია მიკროორგანიზმის ტიპზე. თუმცა, SoundCell-ის ტექნოლოგიით, ექიმები შეძლებენ პაციენტებს ეფექტური ანტიბიოტიკების მიღებას რამდენიმე საათში.

რაც შეეხება ინვესტიციას იგი გამოყენებული იქნება პროტოტიპების შემდგომი განვითარებისთვის. აღმასრულებელი დირექტორის ირეკ როსლონის თქმით „აკადემიური ლაბორატორიიდან პრაქტიკულ გარემოში გადასვლა ადვილი არ იქნება. UNIIQ-ის ინვესტიციით, ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მივაღწიოთ სწრაფი ტემპით განვითარებას. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ეტაპის მიღწევით და მოუთმენლად ველით ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებას საზოგადოებაზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით!”

What do you think?

0 შეფასება
Upvote Downvote